25/11/2021
13:22
საზოგადოება
„კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და არ არის პასპორტი.
კოვიდ საშვი უნდა იყოს დაფუძნებული მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე.
კოვიდ საშვი არის დამხმარე საშუალება კოდთან ბრძოლაში.
კოვიდ საშვი, კოვიდ ვაქცინა, სამედიცინო პირბადე, სოციალური დისტანცია - ეს არ არის ადამიანთან ბრძოლის იარაღი, ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი.
საქართველოს პირობებში (თუ რა კოვიდ ვითარება არის ახლა, ანუ კატასტროფული), ჩემი აკადემიური (არა პოლიტიკური) მოსაზრებით, რომელიც დაფუძნებულია ბოლო სამეცნიერო კვლევებზე და უახლეს საერთაშორისო გამოცდილებაზე, კოვიდ საშვის სისტემა უნდა გამარტივდეს და შემდეგი კრიტერიუმებით გაიცეს:
ვაქცინირებული 2 დოზა „ფაიზერით“ - ვალიდურობა 6 თვე.
ბუსტერის (სამივე დოზა „ფაიზერით“ უნდა იყოს) შემთხვევაში ვალიდურობა დამატებით 6 თვე.
პსრ ტესტი - ვალიდურობა 72 საათი.
კოვიდ გადატანილი - დადასტურებიდან 11 დღიდან 60 დღემდე.
გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლოთ ვირუსს.
იხილეთ მაგალითები ევროკავშირიდან და ისრაელიდან. ორივე შემთხვევაში ვალიდურობა არის 6 თვე“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
0
0