ტაქტიკური და სტრატეგიული მიზანი აქვს ამ წერილს - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილზე საუბრისას რადიო სივრცეში, გადაცემა ,,შუა დღის სივრცეში“.
ჟღენტი დარწმუნებულია, რომ ტრამპს ამ ,,დროული და საჭირო“ წერილის შინაარს აუცილებლად მიაწვდიან, რადგან მან უნდა იცოდეს რა ხდება რეალურად მანამ, სანამ ,,მეგობარ აქტს“ ხელს მოაწერს.
მისივე თქმით, რეაქცია აუცილებლად იქნება ამ წერილზე შტატების მხრიდან და ეს რეაქცია იქნება დიპლომაატიური არხებით, იქნება პრაგმატული და პრაქტიკული.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შტატების ახალი ადმინისტრაციას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან არ სურს ურთიერთობა, კოტე ჟღენტი ამბობს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მსგავსი რამ წარმოუდგენელია.
,,ახალი ადმინისტრაციის ყველა განცხადებაში ნახსენებია და გაკრიტიკებულია წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც ცდილობდა ჩარეულიყო სხვა ქვეყმების შიდა პოლიტიკაში და შეეცვალა ხელისუფლება. ხელისუფლების ცვლილების ორი გზა არსებობს - ერთი დემოკრატიული გზა - არჩევნებით და მეორე გადატრიალება. დარმწუნებული ვარ, რომ ეს ადმინისტრაცია ასეთ რამეს არ გააკეთებს“ - განაცხადა ჯღენტმა.
0
0