
უკრაინის მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ კორუპმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ ციხეში.
„სავარაუდოდ გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მოროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, ეს ეხება როგორც გენერატორების შესყიდვის საქმეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი დააკავეს და ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსადმი წაყენებულ ბრალდებას, რომ უწყება ჯარისთვის საკვებ პროდუქტებს ძვირად ყიდულობს.
არახამიას თქმით, 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრიანის ხელისუფლება მუდმივად მოუწოდებს, ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და მოეშვან საეჭვო საქმეებს.
0
0