
“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელემედიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ “კორუმპირებულმა, არაეთიკურმა ტელემედიამ ზოგიერთის წარმოდგენა მედიაზე სრულიად გახრწნა და ნორმა ჰგონიათ სასურველი რეალობების ფაქტად გასაღება”.
ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ "ის რომ ზურაბიშვილი ახლაც პრეზიდენტია, არის პოლიტიკური პოზიცია.
ეთიკური მედია პოზიციას ვერ აქცევს ფაქტად."
"გუშინდელ აურზაურს მინდა გამოვეხმაურო - პრეტენზიები ისმოდა პროფესიონალური მედიის მიმართ, რომ პოლიტიკურ პოზიციას ფაქტად არ ასაღებენ.
🧨 ის რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტი არის ფაქტი.
🧨 ის რომ ზურაბიშვილი ახლაც პრეზიდენტია, არის პოლიტიკური პოზიცია.
❗️ეთიკური მედია პოზიციას ვერ აქცევს ფაქტად.
❗️პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა უნდა აქციონ ფაქტად რომ სალომემ იპრეზიდენტოს და უხელმღვანელოს ქვეყანას ახალ არჩევნებამდე.
როცა ეს მოხდება, ტაბულაც, პუბლიკაც, ნეტგაზეთიც და თავისუფლებაც ასე დაწერს.
ფაქტი და პოზიცია უნდა გაიმიჯნოს!
მესმის, რომ კორუმპირებულმა, არაეთიკურმა ტელემედიამ ზოგიერთის წარმოდგენა მედიაზე სრულიად გახრწნა და ნორმა გგონიათ სასურველი რეალობების ფაქტად გასაღება.
მედიასალაფავი გგონიათ მედია პროდუქტი.
მიგაჩნიათ, რომ მედიამ თქვენ უნდა გაგახაროთ (!) მანქანების არარსებული კოლონებით, და შეგაშფოთოთ MIHAS არარსებული დემენციით და სიკვდილით.
ეს გგონიათ ნორმა - ეს ყანობა.
იმ აფერაზე, რასაც ოპო ტელემედია წლებია ჩადის, ჩემი ყვირილი ხო "სიხისტე", "არაკონსენსუალურობა" და ათასი სიდებილე გგონიათ? (მძულს სიდებილე, უნდა გამოვტყდე და არარაობებად გხედავთ).
რამენაირად უნდა შეიგნოთ, რომ ცვლილებების დემოკრატიულმა მექანიზმმა რომ იმუშავოს, სისტემის ყველა რგოლმა თავისი საქმე უნდა შეასრულოს.
თუ მედია ნაგაზად არ უდგას რეალობას, ცვლილებების მექანიზმი ფუჭდება - არ მუშაობს.
შემთხვევითობის და ძალმომრეობის იმედად რჩები, თუ რეალობას ნაგაზივით არ უდგას მედია.
მადლობა უფალს, რომ პროფესიონალური ონლაინ მედია არსებობს, რომელიც თავს დასავლური ფულით ინახავს და დასავლური სტანდარტებით მუშაობს.
იმედი მაქვს, რომ ონლაინ მედიების სამაუწყებლო პროექტიც განხორციელდება, რომ ვირტუალური რეალობების ნორმად მქცეველი ტელემედია მუტანტები ჩარეცხოს." - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა გარკვეული კრიტიკა იმ რამდენიმე ონლაინ-გამოცემის მიმართ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს “პრეზიდენტად” არ მოიხსენიებს.
0
0