
კვიპროსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ხარალამბოს ხარალამბუსმა თანამდებობა დატოვა ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციულ სქემებს განიხილავდა. სოციალური მხარდაჭერის დამოუკიდებელ სააგენტოში (AFKS) თავისი პოსტი ასევე დატოვა ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოს ქრისტოდულიდისის მეუღლემ, ფილიპა კარსერამ.
კვიპროსის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებიდან ზუსტად 1 კვირაში, სოციალურ ქსელ X-ში სკანდალური ვიდეო გამოჩნდა. მასში, ხარალამბუსის გარდა, მონაწილეობენ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი გეორგიოს ლაკოტრიპისი და სამშენებლო ჯგუფ Cyfield-ის დირექტორი გეორგიოს ხრისოხუ. დიალოგის დროს ლაკოტრიპისი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულებების კანონით დადგენილ ზედა ზღვარზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ამის გამო კანდიდატები „ნაღდ ფულზე არიან დამოკიდებულნი“. ერთ-ერთ ფრაგმენტში ასევე ნახსენებია რუსეთის დახმარება ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში.
როგორც ვიდეოს ავტორები ამტკიცებენ, არსებობს სქემა, რომელიც საშუალებას იძლევა კვიპროსის პრეზიდენტისთვის ფულის გადარიცხვის სანაცვლოდ გარკვეული მომსახურება და მოთხოვნების დაჩქარებული განხილვის მიღებას. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ AFKS-ში შემოწირულებების ხარჯზე ზოგიერთი ინვესტორი პრეზიდენტთან პერსონალურ წვდომას იღებდა.
კვიპროსის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და ვიდეოს „ჰიბრიდულ აქტივობას“ უწოდებს, რომლის მიზანიც „ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის შელახვაა“.
0
0
15 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
13/01/2026