
„თავზარდაცემულები ვართ. როგორც ვიცით, კორპუსი ჩამონგრეულა და ნანი ნანგრევებში მოყოლილა. ის წლების განმავლობაში იყო ემიგრაციაში“,– ამის შესახებ თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპული ემიგრანტი ქართველის, ნანი ზარანდიას ახლობლები ჰყვებიან.
მათი თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხდება სენაკელი ქალის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება.
თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ spnews-ს დაუდასტურა.
“თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქ. ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან” - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, “სფეისნიუსმა" გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით გაავრცელა.
დაღუპულია სენაკის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის ემიგრანტი ქალი.
ცნობისთვის, მიწისძვრამ თურქეთში 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია.
0
0