05/11/2021
13:21
საზოგადოება
2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 614 763.
კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალი იყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, თბილისის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში
ინფიცირებულთაგან 57% ქალი და 43% მამაკაცი
ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები 10%, მოზარდები და ახალგაზრდები(15-24) 12%, 60 წლის და მეტი ასაკის 22%
0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში ინფიცირებული იყო 90 680(მთლიანი რაოდენობის 14.8%). 2020 წლის 10 თვეში - 23 470 და 2021 წლის 9 თვეში - 67 210
2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო თბილისში. გამონაკლისს წარმოადგენდა 2020 წლის ოქტომბერი და ნოემბერი, როცა მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში.
2021 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, COVID 19-ით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მილიონ მოსახლეზე შეადგენს 2 399-ს
გარდაცვლილთაგან 51.10% მამაკაცი და 48.90% ქალი
სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი - 18.05% იყო 80-84 წლის ასაკობრივ ჯგუფში და ყველაზე დაბალი - 0.06% 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში
ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება: კარდიო-ვასკულარული დაავადებები 69.1%, ჰიპერტენზია - 35.3%, დიაბეტი - 25.5%, ონკოლოგიური დაავადება - 5.8% და ფილტვის ქრონიკული დაავადება - 4.4%
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024