
დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ქართველ მეგობრებს და ძირითადად მინდა, მადლობა გადავუხადო პატივცემულ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი ტრადიციული სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის მიმართ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ალი ასადოვმა აღნიშნა, მოხარულია, რომ დრეს იმყოფება საქართველოს დედაქალაქში.
„თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვიხარია ამ ყველაფრის დანახვა. ამავდროულად მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. მადლობა, რომ მომიწვიეთ, მონაწილეობა მიმეღო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმში“. უკვე რამდენიმე წელია, ეს ფორუმი ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა გახდა, რათა განხილული იქნას რეგიონული, გლობალური მნიშვნელობის დღის წესრიგები და საკითხები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.
მისივე თქმი, ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობს და აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს.
„ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ევროპასა და აზიას შორის კულტურული ურთიერთმიმოცვლის გაძლიერებაში. ეს ტრადიცია უკვე თანამედროვე ისტორიაშიც სახეზეა და რა თქმა უნდა, ისევ აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონცეფციას, რაც გულისხმობს დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას. პირველი ადამიანი, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას იყო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ისტორული აბრეშუმის გზის აღდგენაზე, მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე. აღსანიშნავია ასევე, რომ ეს კონფერენცია გაიმართა 1998 წელს ბაქოში, სადაც ჩვენი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ და ასევე 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 35 ქვეყანაც ასევე მონაწილეობდა ამ კონფერენციაში.
ამ კონფერენციის შედეგად განხილული იქნა მრავალმხრივი შეთანხმებები საერთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით და ეს ეხებოდა ძირითადად ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებას ევროკავშირის ტრასეკა-ს პროგრამის საფუძველზე. ტრასეკა-ს პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მულტიმოდალური და სატრანზიტო ტრანსპორტის ხელშეწყობაშიც წევრ ქვეყნებს შორის და გააფართოვა თანამშრომობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ეკონომიკა, ასევე უფრო გააფართოვა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი. შორსმჭვრეტელი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანის რეგიონულ სატრანზიტო კვანძად გადაქცევისკენ ასევე კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
მისივე თქმით, ილჰამ ალიევის მიერ, ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტის ინიციატორი და მონაწილე იყო.
„ამ რეგიონულ პროექტებს შორის შეიძლება, დავასახელოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის დერეფანი, რაშიც შედის ტრანსანატოლიური მილსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ასევე ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ინვესტიციების შედეგად, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ განახორციელა კონკრეტულად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩვენ ათასობით კილომეტრის გზა გავიყვანეთ და რკინიგზაც, ასევე ავამოქმედეთ საერთაშორისო აეროპორტები და გავზარდეთ სამოქალაქო, საზღვაო და საჰაერო პარკი, ფლოტების რაოდენობა და შევქმენით ეკონიმიკური ზონაც. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივით, შესაძლებელი გახდა დაეკმაყოფილებინა მზარდი მოთხოვნები შუა დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებაზე.
გარდა ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, ასევე სხვა პარტნიორებთან სხვა სფეროებშიც, რათა დაკმაყოფილდეს მსგავსი საჭიროებები. ჩვენც უკვე ვხედავთ ამგვარი თანამშრომლობის შედეგებს. შუა დერეფნის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ჩატარებული ოპერაციების შედეგად, მოკლე დროში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი ინდიკატორები, ეს აისახება ტრანსპორტირების სიჩქარეში, ასევე ხარისხში და კიდევ მაგალითად, ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის გატანისთვის გახარჯული დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ვფიქრობ, უახლოეს პერსპექტივაში შესრულებული სამუშაო თავის შედეგს მოიტანს და ეს დერეფანი მართლაც გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან, ამ მხრივ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო-საზღვაო პორტი კასპიის ზღვაში უკვე ზემოხსენებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჭას წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ამ პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს შუა დერეფნისთვის. ამავდროულად ყულევის პორტის გაფართოვება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, ესეც წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში.
ჩვენ კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან, ასევე სხვა პარტნიორებთან ჩვენს რეგიონში. ნამდვილად სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველოც დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში, ამის მაგალითია მისი რკინიგზის მოდერნიზება, ასევე პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. გარდა ამისა, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ და გარდა პორტებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ სამოქალქო-სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები აქვს.
„ჩვენთან გემთმშენებლობის კუთხით წარმატებით ხორციელდება შეკვეთები, სხვადასხვა დანიშნულებისა და მიზნობრიობის გემები შენდება, ასევე ხდება მათი შეკეთება ყველაზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გემსაშენის შესაძლებლობის გაფართოებაზე. ასევე გვინდა, რომ გავაფართოვოთ სამოქალაქო-სატვირთო გადაზიდვის საშუალებები და ყველა ეს ელემენტი კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენი ქვეყნების როლს, რადგანაც ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს ასრულებენ კონტინენტებს შორის. გარდა ამისა, რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმნილი, რომელიც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ხარისხობრივად უფრო ახალ დონეზე იქნას აყვანილი ეს თანამშრომლობა. კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იქნას შეძენელი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.
ძვირფასო ფორუმის მონაწილეებო, ამავდროულად აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს, ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენის დერეფანი, ეს ერთობლივად განხროციელებული სტრატეგიული პროექტებია. სამხრეთ გაზსადენი და გაზის დერეფანი საშუალებას აძლევს, რომ აზერბაიჯანული გაზი მიწოდებული იქნას პირდაპირ ევროპაში. გასული წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ამ დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანი მიწოდებული გაზის მოცულობას გააორმაგებს 2027 წლისთვის.
ამავდროულად, დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ მწვანე ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ევროპასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა და კიდევ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ასევე გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხხმებას მოეწერა ხელი ბუქარესტში აზერბაიჯან-საქართველოსა და უნგრეთს შორის. ასევე ბულგარეთმააც გამოხატა თავისი სურვილი, რომ ამ პროექტში გაწევრიანდეს. ვიმედოვნებთ, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბევრი ქვეყნის ენერგოუსაფეთხოებას ევროპაში.
ჩემი მოხსენეების დასასრულს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ამავდროულად დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს, წარმატებას ვუსურვებ ამ ფორუმს. მჯერა, რომ დისკუსიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ფორუმზე იქნება მიღებული, წვლილს შეიტანს დიდი აბრეშუმის გზის კიდევ უფრო განვითარებაში და ასევე შექმნის პირობებს რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გადაზიდვა, ტრანზიტი, ასევე სხვა სფეროებიც“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
0
0