20/11/2022
13:57
სპორტი
ყატარში, 22-ე მუნდიალის რამდენიმე მატჩს კონტეინერებით აწყობილი სტადიონი უმასპინძლებს.
მას ჰქვია „სტადიონი 974“ და მალე ვიხილავთ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მუნდიალის შემდეგ დაიშლება.
ეს სტადიონი უნიკალურია იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი საფეხბურთო არენაა, რომელიც დროებითია და მუნდიალის დასრულების შემდეგ მისი დემონტაჟი და მასალების გადამუშავდება იგეგმება.
მაგრამ არის მეორე და უფრო საინტერესო ვარიანტი – სტადიონს დაშლიან და გემით სამხრეთ ამერიკაში წაიღებენ – კერძოდ, ურუგვაიში.
ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ურუგვაი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს.
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ყატარში, დღეს იწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0