21/11/2023
13:15
პოლიტიკა
კონსტრუქციული თანამშრომლობა არც „ნაცებს“ აწყობთ და არც „ქოცებს“, – ამის შესახებ ოპოზიცოინერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, საეჭვოა, რომ არჩევნების დასრულებამდე კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს.
„რაც პარლამენტში შემოვედით, მას შემდეგ სულ კონსტრუქციული ვართ და არაკონსტრუქციულობას ვერავინ დაგვწამებს. ჩვენ არანაირი ცვლილების მომზადება არ გვჭირდება და ჩვენ მიმართ არანაირი რეკომენდაცია არ არის გაცემული, რადგან სულ კონსტრუქციულად ვიქცეოდით. დაველოდებით, ვინ მოვა თანამშრომლობისთვის რამეზე, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ არჩევნების დასრულებამდე კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს. კონსტრუქციული თანამშრომლობა არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ არ აწყობთ. განსაკუთრებით „ქოცებს“ არ აწყობთ, რადგან ხელისუფლებაში არიან და სხვა თამაში არ აქვთ, „ნაცები“ კი, სულ არაკონსტრუქციულები იყვნენ და მათი ლიდერი დაჭერილია, ისინი გამწარებული არიან და კონსტრუქციული თანამშრომლობა არ აწყობთ“, – განაცხდა ხვიჩიამ.
0
0