
“როცა საუბარი იყო, რომ კონსტიტუციურ ჩანაწერს ვინმე არღვევს თუ არა - კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შედეგად”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ჩავწერეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი, უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური. მე მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
"რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე, რომ იძახიან, რომ ევროპა გვინდა. ყველას გვინდა ევროპა. შევახსენოთ მაშინ საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდებს, ვინ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. მე მოვაწერე ხელი „ქართული ოცნების“ სახელით. ვინ მოაწერა თავისუფალ ვაჭრობას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა შეძლონ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ნულოვანი ბეგარით პროდუქციის გატანა. მანამდე გახსოვთ, ვიზის ასაღებად რამხელა რიგები იდგა საკონსულოებში. ბევრი მაგალითი ვიცი, ღირსების შემლახავი საქციელებიც კი ხდებოდა საკონსულოებში. არ აძლევდნენ ვიზებს და არ ენდობოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ჩემო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღიარეს, როგორც სანდო პარტნიორი. როდის მოხდა ეს? 2015 წლის 17 დეკემბერს, როცა საბოლოოდ, ჩემი მეთაურობით, მაშინ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიხურა ყველა ვალდებულება და ქვეყანამ დაიწყო უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში. არა მხოლოდ ელიტას, სააკაშვილის ელიტას ან სხვა შეძლებულ ფენას, არამედ, ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს 100 ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა, მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0
უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება
13/05/2025