24/08/2024
19:03
სპორტი
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის დღეს ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა. ხუთი ქართველი მოჭიდავიდან ტურნირის ფინალში გასვლა მხოლოდ კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოახერხა.
ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მერვედფინალში – ამერიკელ, მეოთხედფინალში ყირგიზ, ნახევარფინალში კი ნეიტრალური დროში გამომსვლელ ხადუნოუს 14:4 სძლია და მსოფლიო პირველობის ფინალში იჭიდავებს.
დღესვე შეჯიბრების ფინალურ ბლოკში ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე ირანელი რეიზა აფშარი იქნება. გიგია ლუქუნიძე (110 კგ), თემურ თუთარაშვილი (48 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.
0
0