
დაბალი პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის მანიშნებელს უწოდებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია 9 აპრილის მემორიალთან დღეს განვითარებულ მოვლენებს.
რადიო ,,სივრცეში“ საუბრისას პირველი პრეზიდენტის შვილმა თქვა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის დავალების მიმცემები თვლიან, რომ საქართველოში არასოდეს არ უნდა ამაღლდეს პოლიტიკური კულტურა და არასოდეს უნდა იყოს კონსესუსი თუნდაც ძალიან არსებით და ძირეულ საკითხებზე.
კითხვაზე, თუ ვინ იძლევა საქართველოში არეულობის დავალებებს, კონსტანტინე გამსახურდია დავალების შემსრულებლებს უბრალოდ შლეგებს, დავალების მიმცემებს კი, პრაგმატულად მოაზროვნე ძალებს უწოდებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ,,ჩრდილოეთის სუნი სცემს და არა დასავლეთის“
,,სხვათაშორის ჩრდილოეთი საკმაოდ ფლექსიბლურია, საკმაოდ მოქნილად აკეთებს საქმეს. ხან ევროპულ დროშას შემოიხვევს. საქართველოში ვისაც არეულობა უნდა, ასეთი ძალების კვალი, ვინც მათი დამფინანსებელი და ინსპირატორია, ჩრდილოეთისკენ მიდის. სხვათასორის, იმ ჩრდილოეთს დასავლეთში თავისი სასარგებლო იდიოტები ჰყავს . ისინი გაცილებით მეტად გვიცნობენ ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ ჩვენ თავს“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
0
0