05/04/2023
12:23
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიციის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ყოფილი პრეზიდენტი, ერთადერთი გამოსავალი კი მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სტრასბურგშისარცელის გაგზავნა არის იურიდიული საკითხი, რომელსაც ადვოკატები, მიხეილ სააკაშვილი და ოჯახი თავად გადაწყვეტენ.
"სტრასბურგთან დაკავშირებით ჩვენ მიზანმიმართულად ვიკავებთ თავს, რომ არ იყოს აღქმული რაიმე პოლიტიკურ თავდასხმად. ეს არის აბსოლუტურად იურისტების და ადვოკატების გადასაწყვეტი. თქვენ იცით, რომ კონსილიუმმა დადო უმძიმესი დასკვნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისად იმოქმედებენ იურისტები. ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი, ეს არის იურიდიული საკითხი, რომელსაც ადვოკატები, მიხეილ სააკაშვილი და ოჯახი თავად გადაწყვეტს. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ ამ განხილვებში, იმიტომ, რომ ეს არ იყოს სააკაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული სასამართლოში," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
0
0