
UFC-ის ყოფილი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ირლანდიის 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ მაკგრეგორი ინსტაგრამზე წერს.
მან ასევე განაცხადა, რომ ირლანდიამ სრულად უნდა განახორციელოს ევროკავშირის მიგრაციის პაქტი 2026 წლის 12 ივნისამდე.
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მაკგრეგორმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის მიგრაციის პაქტს ეროვნულ კენჭისყრაზე დააყენებს.
„კიდევ ვინ გამოვა ხელისუფლებისა და ამ კანონპროექტის წინააღმდეგ? ნებისმიერ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის წარმოდგენასაც შეეცდებიან, მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს - მე კი გავუწევ. მეტიო სიცხადისთვის, როგორც პრეზიდენტი, ამ კანონპროექტს რეფერენდუმზე დავაყენებ“, - აცხადებს მაკგრეგორი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მაკგრეგორს ერთ-ერთი „საყვარელი ირლანდიელი“ უწოდა.
მაკგრეგორმა არაერთხელ გამოთქვა ირლანდიის პრეზიდენტობის სურვილი, ხოლო მისი პროგრამა მთლიანად დაფუძნებული იქნება ანტი იმიგრანტულ პლატფორმაზე.
0
0