
კონკურენციის სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მიერ მომხმარებლების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (𝗚𝗖𝗖𝗔) სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ მომხმარებლების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. კერძოდ, სააგენტოს მიმართა არაერთმა მოქალაქემ სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაც „ნიკორას“ ობიექტებში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასა და პროდუქტზე მითითებული ფასისგან განსხვავებული თანხის გადახდას შეეხებოდა. კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმდა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, რომ სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ პროდუქციაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება უზრუნველყოს. გარდა ამისა, ფასდაკლებების პერიოდში, „ნიკორა ტრეიდს“ დაევალა, მომხმარებლებს შეთავაზებების/ფასდაკლებების მოქმედების ვადის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. შეთანხმება აგრეთვე ითვალისწინებს მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების ვალდებულებას – მკაფიოდ და გასაგებად. მოვაჭრეს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ორთვიანი ვადა განესაზღვრა“, – ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.
0
0
თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა
24/09/2025