კონკრეტული ფონდები ხელს უწყობდნენ დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას საზოგადოებაში, რადგან მათ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადიოდა, ჯარიმებს უფარავდნენ - მეგრელიშვილი
A-
+A

„დაყადაღდა ხუთი ორგანიზაცია, ესენი გახალავთ: ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი, „ფროსფერითი“, „ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. ამან უკმაყოფილება გამოიწვია ოპოზიციის სპექტრში, რადგან ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ეს სახელმწიფო მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე შესაბამისად რეაგირებს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ფონდები ხელს უწყობდნენ დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას საზოგადოებაში, რადგან მათ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადიოდა, ჯარიმებს უფარავდნენ.
„აღნიშნული ფონდები ცალსახად მონაწილეობდნენ იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რასაც მომიტინგეები სჩადიოდნენ. კერძოდ, ეს ფონდები აფინანსებდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ანტიკანონიერი ქმედებებით უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს, მათ შორის, ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ა.შ. ეს ფონდები ხელს უწყობდნენ დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას საზოგადოებაში, რადგან მათ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადიოდა, ჯარიმებს უფარავდნენ“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.
0
0
48
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%