
კონკრეტული ადამიანი მოვიდა და პირდაპირ მოგვთხოვა ომში ჩართვა. ვერ ვიტყვით,ვინ იყო, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს ვიცავთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
„2020 წლის თებერვალში გაიმართა 2 შეხვედრა - ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ.
დღესაც არ ვაკონკრეტებ, ვინ იყო კონკრეტულად მოსული, მაგრამ იყო კონკრეტული ადამიანი მოსული, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც პირდაპირ მოგვთხოვა ომში ჩართვა. პრობლემები დაიწყო სწორედ ამ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ვთქვით უარი, თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი, კითხვები დავსვით. უმარტივეს კითხვებზეც კი არ იკადრეს პასუხები გაცემა. მოითხოვეს ჩვენი ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, აქედან დაიწყო პრობლემები მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური შანტაჟი.
ამიტომ, ყველაფერი დღესავით ცხადია. რა უნდოდათ ჩვენი ქვეყნისგან.
ვერ ვიტყვით, ვინ იყო, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს ვიცავთ". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
0
0