
კონკრეტულ ოლქებსა და დასახლებებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩვენს გუნდს მისცენ ხმა, დაუჭირონ მხარი „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, აირჩიონ ის დელეგატები, რომლებიც მათ პარლამენტში წარმოადგენენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ
„ყველასთვის ცნობილია, რომ 26 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ტარდება არჩევნები. მაჟორიტარული სისტემა გაუქმებულია. შესაბამისად, არსებობს კონკრეტული ნაკლოვანება, ხალხისთვის გართულებულია, რომ თავიანთი ხმა მიიტანონ პარლამენტში.
კონკრეტულ ოლქებსა და დასახლებებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩვენს გუნდს მისცენ ხმა, დაუჭირონ მხარი „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, აირჩიონ ის დელეგატები, რომლებიც მათ წარმოადგენენ და იქნებიან მათი ხმა საქართველოს პარლამენტში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის მიერ 22 დელეგატი უკვე დასახელდა“, - განაცხადა გორდულაძემ.
0
0