14/03/2023
11:40
პოლიტიკა
არავის უკვირს, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილს ფულს უხდიდა კეზერაშვილის ცოლის ძმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხს შესწავლა სჭირდება.
„ზოგადად, კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებების მთავარი დონორი, დამფინანსებელი. რა თქმა უნდა, ის ასევე აფინანსებს შესაბამის ღონისძიებებსაც. აქედან გამომდინარე, არავინ უკვირს, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან. რა თქმა უნდა ეს საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0