
პუტინმა შუა თითი გიჩვენათ თქვენ და პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, დაამარცხოთ პუტინი ბრძოლის ველზე, – ასე მიმართა ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ ლიუმ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე.
კონგრესმენის თქმით, იმ დროს, როდესაც აშშ ცდილობს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან საუბრის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე, ბზობის კვირაში მასირებული თავდასხმა განახორციელა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ცოტა ხნის წინ, კვლავ გაიმეორე იგივე, რითაც მისი თქმით, „თავისი უპატივცემულო დამოკიდებულება გამოავლინა და შუა თითი უჩვენა სახელმწიფო მდივანსა და დონალდ ტრამპს“.
კონგრესმენი სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, ბრძოლის ველზე დაამარცხონ რუსეთის ლიდერი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, მის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად.
0
0