13/03/2022
11:05
პოლიტიკა
„საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს”,- ნათქვამია წერილში.
კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მათი მოსაზრებით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი ნეოკოლონიალური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს.
„აშშ-მა გაცილებით პროაქტიული პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატოში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევრო-ატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგიკული შედეგები. საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი შეძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას საკუთარი განზრახვის შესასრულებლად - თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური ზრახვები”- ნათქვამია კონგრესმენების წერილში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება.
0
0