კონგოში ორ სოფელზე თავდასხმის შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა
A-
+A
-share.jpg)
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარე ქალაქ ჯუგუზე მეამბოხეთა ჯგუფის ორი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის ბავშვები და მოხუცები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS) დაახლოებული მეამბოხეთა ჯგუფია, სახელწოდებით კონგოს განვითარების ალიანსი (CODECO).
წყაროების თანახმად, თავდასხმები შესაძლოა ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელდა.
„მსხვერპლთა გასაყვანად ადგილზე შვიდი სატვირთო მანქანაა მობილიზებული - დრამატული სიტუაციაა. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ ცხედრებს, ამიტომ ზარალი სავარაუდოდ გაიზრდება. ბევრი დაშავებული ისევ ბუჩქებს აფარებს თავს.
ორგანიზებული თავდასხმისას ორი ადგილობრივი ლიდერი მოკლეს. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს რევანში იყო“, - განაცხადა ადგილობრივმა დეპუტატმა, გრასიენ ირაკანმა.
თავდასხმა განხორციელდა ბოგაში არსებულ დევნილთა ბანაკზეც, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ძალადობა ეთნიკურად იყო მოტივირებული. ბოგაში ამ დროისთვის 36 ცხედარია ნაპოვნი. ადგილობრივი წარმომადგენლის თქმით, თავდასხმების უკან ერთი და იგივე ჯგუფი დგას.
0
0
527
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%