17/06/2023
16:02
პოლიტიკა
“კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს”, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერზე გორში განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ბორჯობში ამავე პარტიის მიერ დაგეგმილი სემინარის დაპირისპირების ფონზე ჩაშლის ფაქტს.
"როდესაც ამ დილით სტატუსი დავწერე ფასეულობათა კონფლიქტზე, ჯერ კიდევ არ მქონდა გაგებული გირჩი ჯაფარიძის გალახვაზე, ბორჯომში ხალხის პროტესტზე "დემოკრატიის სასწავლად" დაგეგმილ ახალგაზრდების ტრენინგის გამო, ასევე თსუ-ში სტუდენტების დაპირისპირებაზე, რუბლების მსროლელებთან, თითქოს მათი შეფინია არ იღებდეს მილიონობით ტკიცინა რუბლებს, პირდაპირ მოსკოვიდან.
ეს ყველაფერი არის ერთი ტენდენციის გამომხატველი, რომ საზოგადოების უმრავლესობამ როგორც ჩანს გადაწყვიტა პასიონარულ და აგრესიულ უმცირესობას რაღაცეები დაანახოს და აგრძნობინოს მეთოდით fight fire with fire.
ცუდია და საგანგაშო, რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე, და ამას მაღალი მატერიებით ამართლებს, რა დარჩენია მეორე მხარეს? კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს." - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
0
0