
„ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მუდმივი ომის ფონზე, „ჰამასის“ მიმართ პალესტინელების მხარდაჭერა იზრდება,“ - განუცხადა BBC-ს რამალაში მდებარე პალესტინის პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა ხალილ შიკაკიმ.
მისი თქმით, „ჰამასის“ მიმართ მხარდაჭერის დონე, ჩვეულებრივ, გაცილებით მაღალია ღაზაში, რომელიც "უფრო რელიგიური, ისლამისტურია", ვიდრე იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც, "ძირითადად სეკულარული ნაციონალისტები" ცხოვრობენ.
„იორდანიის დასავლეთ სანაპიროს „ჰამასის“ მეტოქე პალესტინის ხელისუფლება მართავს. ბოლო კონფლიქტამდე, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ჰამასის“ მიმართ მხარდაჭერა 22%-ს შეადგენდა. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დასავლეთ სანაპიროზე ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა,“ - განაცხადა ხალილ შიკაკიმ.
0
0