
კომპანია “თელასს“ შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 45001 მიენიჭა.
Occupational Health and Safety Management System (OHSMS) შემუშავებულია შრომითი ტრავმების, პროფესიული დაავადებებისა და სამუშაო პროცესში არსებული რისკების პრევენციის მიზნით. სტანდარტი გამოქვეყნდა 2018 წელს და დღეს მსოფლიოში აღიარებული ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მოთხოვნების ერთობლიობაა. სს „თელასში“ აღნიშნული სტანდარტის დანერგვა მიზნად ისახავს თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სამუშაო გარემოს მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრულ დაცვას.
ISO 45001-ის სერტიფიკატის მისაღებად კომპანიამ ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, რის საფუძველზეც განისაზღვრა რისკების მართვის ღონისძიებები, პასუხისმგებელი პირები და შესრულების ვადები. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია.
მას შემდეგ, რაც სს „თელასმა“ სრულად მოამზადა მართვის სისტემა, აკრედიტებულმა სერტიფიცირების ორგანომ კომპანიას ISO 45001-ის საერთაშორისო სერტიფიკატი მიანიჭა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიაში დანერგილია და ეფექტიანად ფუნქციონირებს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა. სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში ყოველწლიურად ჩატარდება ზედამხედველობის აუდიტები, ხოლო სამ წელიწადში ერთხელ – განმეორებითი (რესერტიფიკაციის) აუდიტი.
ISO 45001-ის დანერგვა ამცირებს საწარმოო ტრავმების, პროფესიული დაავადებებისა და ავარიების ალბათობას, რაც ხელს უწყობს თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უკეთ დაცვას. ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემა ამცირებს სამუშაო პროცესების შეფერხებას და ფინანსურ დანაკარგებს. გარდა ამისა, ISO 45001 ზრდის კომპანიის რეპუტაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
აღნიშნული სტანდარტი ხელს უწყობს ორგანიზაციის მდგრად განვითარებას, ზრდის მართვის ეფექტიანობას, აუმჯობესებს ბიზნესპროცესებს და ქმნის უსაფრთხო, ჯანსაღ და მაღალი პროდუქტიულობის სამუშაო გარემოს, რაც კომპანიის გრძელვადიანი წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
0
0
ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა
02/07/2026