
სს „თელასმა“ მსხვილ არაფინანსურ კომპანიებს შორის „ბარტას“ კონკურსში, „საუკეთესო წლიური ანგარიში და გამჭვირვალობა“, მესამე ადგილი დაიკავა.
კონკურსის ნომინანტები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებსაც აქვთ არამოდიფიცირებული აუდიტორული დასკვნა (ანუ შენიშვნების გარეშე) და რომლებმაც დროულად გამოაქვეყნეს წლიური ანგარიში ვებგვერდზე reportal.ge (SARAS). ამის შემდეგ, ცალკე მსხვილი ფინანსური კომპანიებისთვის, მსხვილი არაფინანსური კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხდება ნომინანტთა წლიური ანგარიშის შეფასება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
1) მმართველობითი ანგარიში („თელასი“ გავიდა მესამე ადგილზე 22,3 ქულით)
2) კორპორაციული მართვის ანგარიში („თელასი“ - პირველი ადგილი, 14,7 ქულა)
3) არაფინანსური ინფორმაცია („თელასი“ - მესამე ადგილი, 10,5 ქულა)
4) გამჭვირვალობის სხვა მაჩვენებლები („თელასი“ - პირველი ადგილი, 13,4 ქულა)
მთლიანობაში, კომპანიამ მოიპოვა 60,9 ქულა და დაიკავა მესამე ადგილი.
„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს დაწესდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.
2019-2021 წლებში „თელასმა“ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მოიპოვა „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო“ მსხვილი არასაფინანსო კომპანიების ნომინაციაში.
„თელასის“ საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე. აქციონერებს, ინვესტორებს, ბიზნეს-პარტნიორებსა და საზოგადოებას აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დროული და სანდო ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0