
2025 წელს კომპანია „თელასმა“ 3,790 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 0,9% (33 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2024 წელს განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,4%-ით (34,1 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 814,8 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 729,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 85,3 ათასი – იურიდიული პირი. 2025 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 623 კმ შეადგინა, რაც 6,6%-ით (472 კმ-ით) აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს (7 151 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0