06/10/2022
17:55
საზოგადოება
8 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ახმეტელის ქუჩა N19-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 ოქტომბერს, ღამის 01:00 საათიდან 8 ოქტომბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში - დიღმის მასივის V კვარტალის N6-9, 25ა, 25ბ კორპუსებს, დიღმის მასივის
IV კვარტალს, გოგიბერიძისა და ლევან ცისკარიშვილის ქუჩებს. დიღმის მასივის III კვარტალის N7-20, 35-38 კორპუსებს, ბელიაშვილის N11-79, ბელიაშვილის I ჩიხს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - gwp.ge
0
0