
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის მეოთხე (ამ დროისათვის არსებული ბოლო მონაცემები) კვარტლის ბრუნვის მიხედვით კომპანია "ბადაგონი" ქართული ღვინის მწარმოებლებს შორის, კვლავ ლიდერია.
ღვინის მწარმოებელი ტოპ 5 კომპანიაა.
- სს ბადაგონი
- შპს Bolero & Company
- შპს ასკანელი ძმები
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
- სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
სს ბადაგონი - რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელია გიორგი სალაყაია. გენერალური დირექტორი მარინა გიორგაძე
შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო ერთპიროვნული დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.
შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998.ღვინის მწარმოებელი კომპანიის დირექტორია ირაკლი უგლავა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა ჩხაიძე. კომპანიის 45%-იანი წილის მფლობელია შსპ ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ის გოჩა ჩხაიძე.
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 25%-ს შპს აისი ინკ.
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 29/08/1996. მისი გენერალური დირექტორია - გოჩა გიოშვილი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით დუგლაძე, თავმჯდომარის მოადგილეალექსანდრე ივანიშვილი, წევრი ეკატერინე დუგლაძე.
ცნობისათვის: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა.
1
0