31/12/2024
11:14
საზოგადოება
კომპანია „თელასმა“ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპლექსური მობილური ელექტროლაბორატორიები შეიძინა.
თითოეული ლაბორატორიის ელექტროტექნიკური ნაწილი აღჭურვილია გერმანული წარმოების, „მეგერის“ ფირმის მოწყობილობებით და თანამედროვე კომპიუტერული სისტემით. ლაბორატორიის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ციფრულ ტექნოლოგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს საკაბელო ხაზებზე დაზიანების ადგილის ოპერატიულად და დიდი სიზუსტით დადგენას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კაბელების გამოცდის და დიაგნოსტიკის შესაძლებლობა ერთ მოდულშია მოქცეული.
თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი მობილური ლაბორატორიების მეშვეობით შესაძლებელია ავარიის ლიკვიდაციის დროის შემცირება და საკაბელო ხაზების წინასწარი დიაგნოსტიკა შესაძლო ავარიის პრევენციის მიზნით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კომპანიის გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობას და მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლებას.
მობილური ელექტროლაბორატორია დამონტაჟებულია „ფორდის“ მარკის მანქანებზე. ამჟამად კომპანიაში ფუნქციონირებს 11 მობილური ლაბორატორია შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობით.
0
0