30/09/2021
14:23
ბადაგონი
როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, ახმეტის მუნიციპალიტეტს აქვს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი, რასაც ხელს უწყობს 400-ზე მეტი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფრის განვითარებას ეტაპობრივად დასჭირდება ხელშეწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებით, რის განსახორციელებლადაც მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ექნება.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტს, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელთაც დროული გადაჭრა სჭირდება.
მან ასევე, ხაზი გაუსვა, ყველაზე წარმატებული ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მნიშვნელობას კახეთის რეგიონისთვის და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი გუნდის მოსვლის შემთხვევაში, გეგმები ძალიან დიდი გვაქვს .ჩვენ გვინდა რომ პირველ რიგში, ეს ყოფითი პრობლემები აღმოვფხვრათ, რომელიც დაკავშირებულია სასმელ წყალთან, შემდეგ უკვე ეტაპობრივად, გადავალთ ინსფრასტრუქტურაზე, მოასფალტებებზე, აღმოფხვრილი იქნება: სარწყავი წყლის პრობლემები, ბაღების, სკვერების, გამწვანების, საკითხები. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, სპორტდარბაზებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, ღია სივრცეში სატრენაჟორო ადგილის შექმნის, ასევე სხვადასხვა ბიზნესთან გვექნება ახლო ურთიერთობა.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრაა დღევანდელი დღე, რთველის პერიოდში, ჩვენ შევხვდით“ ბადაგონის“ თანამშრომლებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოგის ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის, დიდ საქმეს აკეთებს კომპანია და ჩვენთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი საწარმოა, გადამწყვეტი და აუცილებელია ამ კომპანიის წინსვლა ჩვენი მერიისთვის და მუნიციპალიტეტისთვის.“- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატმა, ალექსი ფიცხელაურმა.
კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას თქმით, ის მხარდაჭერას უცხადებს „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატს.
როგორც მან განმარტა, მერობის კანდიდატის პროგრამები პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტისთვის და ბიზნესის მხარდაჭერა არსებული ხელისუფლებისგან დასაფასებელია.
„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ბატონ ალექსი ფიცხელაურთან . მოგეხსენებათ, რომ „ბადაგონი“ წარმოადგენს ყველაზე დიდ დამსაქმებელს ამ მუნიციპალიტეტში. დღეს კომპანიაში მუშაობენ ადამიანები რვა სოფლიდან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არიან გარანტირებული თავიანთი ანაზღაურებით, ასევე სოციალური პაკეტებით, როგორიცაა მათი ჯანმრთელობის დაზღვევა და ბევრი სხვა რამ. კანდიდატს ძალიან დამაჯერებელი საუბარი ჰქონდა იმ კუთხით, რომ ინფრასტრუქტურაში იგეგმება ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ მუნიციპალიტეტისთვის, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის სათითაოდ. ჩვენს კომპანიაში მუშაობს 600 ადამიანი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე ჩვენს ქვეყანაში. კომპანიამ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გამომდინარე იმ პროგრამებიდან, რომელიც მან წარმოადგინა, როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურის მხრივ“- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
0
0