30/10/2021
17:55
საზოგადოება
შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ვებპლატფორმაზე, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.
კერძოდ, ვებგვერდის მიხედვით, „ანოვას“ დირექტორ ნინო ქოქოსაძის მიერ 2021 წლის 20 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირული თანხის ჯამი 15 000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ „იფსოსთან“ დაკავშირებით პოზიცია „ფეისბუქზე“ 29 ოქტომბერს გაავრცელა. ნიკა გვარამიამ „იფსოსი“ შესაძლო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ წყვეტს პარტნიორობას კომპანიასთან. გვარამიამ ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და კომპანია „იფსოსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024