კომპანია „თელასმა“ წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელმაც კომპანიის თანამშრომლებს წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
„დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განსაკუთრებულად დავაფასოთ „თელასი“-ს საუკეთესო თანამშრომლები, აღვნიშნოთ მათი წვლილი თბილისის ელექტროქსელის განვითარებაში. კომპანია „თელასი“ ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისთვის. ამ დარბაზში ბევრნი
ხართ წარმოდგენილი, მაგრამ უფრო მეტი თქვენი კოლეგა ახლაც სამუშაო ადგილზეა და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. რაც შეეხება მომავალს, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კომპანიის მუშაობა ყოველთვის იქნება მიმართული გამანაწილებელი ქსელის სრულყოფასა და განვითარებაზე, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ნება მიბოძეთ, თქვენ და თქვენს ოჯახებს მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება თქვენს საქმიანობაში!“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„მრავალწლიანი ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ კომპანიის საუკეთესო წარმომადგენლებს. 2023 წლის შედეგებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული თანამშრომლის კოორდინირებული მუშაობის წყალობით, გაუმჯობესდა ქსელის ტექნიკური მდგომარეობა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელსაც არანაკლებ თავდადებით და ენთუზიაზმით გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას. გულწრფელად გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და შობა-ახალ წელს! - აღნიშნა სს „თელასი“-ს გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0