
რუს “სტენდ-აპ" კომიკოსს გარიკ ოგანისიანს საქართველოში შესვლა ისევ აეკრძალა. ამის შესახებ მან ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე დაწერა.
15 ნოემბრის ღამეს კომიკოსმა ქვეყანაში მატარებლით შესვლა სახმელეთო საზღვარზე სომხური პასპორტით სცადა. მას შესვლაზე უარი ეთქვა "სხვა მიზეზების გამო".
„როგორც ჩანს, სომხური პასპორტითაც კი საფრთხეს ვუქმნი მთელი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - წერს ოგანისიანი.
კომიკოსის გამოსვლა თბილისის “სტენდ-აპ” კლუბ ბუხარში 17 ნოემბერს იყო დაგეგმილი. იუმორისტთა ასოციაციამ Comigration-მა გამოაცხადა, რომ სპექტაკლი გაუქმდა, იუწყება Paper Kartuli.
მანამდე ის საქართველოში ჩამოსვლას 2022 წლის ივლისსა და სექტემბერში ცდილობდა. მან მესაზღვრეებს თბილისსა და ბათუმში გამართული კონცერტების, ასევე ბინის კონტრაქტის შესახებ უამბო, მაგრამ მაინც უარი მიიღო.
0
0