
პაბ-რესტორანი „საჭაშნიკე“ 1 წლისაა.
სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში "საჭაშნიკე", რომელიც რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციის სინთეზს წარმოადგენს, უკვე ერთი წელია, რაც თბილისელების საყვარელ ადგილად იქცა.
პაბ-რესტორანი 2024 წლის 1 მაისს, ისტორიული, 1969 წელს დაარსებული ცნობილი „საჭაშნიკეს“ ადგილას გაიხსნა.
ზუსტად ერთი წლის წინ, მერაბ კოსტავას N60-ში მდებარე ამ ისტორიულ შენობაში, კოლორიტული საჭაშნიკეს ურბანული ლეგენდები ხელახლა გაცოცხლდა და ახლა უკვე, თანამედროვე პაბის კონცეფციით განაგრძობს სტუმრების გამასპინძლებას.
რესტორანი უცვლელი სახელწოდებით აგრძელებს თავის ისტორიას, რადგან უცვლელია მისი ადგილმდებარეობა და შენობა, სადაც ახალი სიცოცხლე დაიწყო.
რესტორნის მთავარი ამოსავალი წერტილი, მასპინძლობის ძირძველი კულტურის შენარჩუნება და და ამასთანავე, ახლებური სტილის პაბად ჩამოყალიბება იყო, რასაც "საჭაშნიკემ" ამ ერთი წლის მანძილზე თავი წარმატებით გაართვა.
დღეს კი, "საჭაშნიკე" სტუმრებს ბევრ სიურპრიზს, საჩუქრებს და დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება, რომელსაც ცოცხალი მუსიკით ჯგუფი- Natural born lovers გააფორმებს.
ამ ერთი წლის მანძლზე, რესტორანმა სტუმრებს არაერთი საინტერესო საღამოთი, მადისაღმძვრელი კერძებით და მრავალფეროვანი სასმელებით დაამახსოვრა თავი.
რესტორნის, პაბის და გრილის კონცეფცია სტუმარმასპინლობის ბიზნეს განვითარების სააგენტო „გასტრონავტმა“ შექმნა, რომელთა პროექტებიც თანამედროვე და შემოქმედებითი მიდგომებით ხასიათდება.
აღსანიშნავია, რომ „საჭაშნიკეს“ კონცეფცია, ბრენდინგი, გასტრონომიული და სასმელის მენიუს კონცეფცია, მარკეტინგი და ინტერიერი კი ესმა ხეცურიანთან ერთად შეიქმნა.
"საჭაშნიკეს" დამფუძნებელი კი, მრავალწლიანი გამოცდილებისა და წარმატების მქონე კომპანია „ბადაგონია“.
0
0