,,კოკა-კოლას“ შიდა საქმეა ის, რომ საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ ხვდება რუსეთის ბაზარზე, არ მგონია, რომ ამაში მთავრობა უნდა ჩაერიოს - ჰერმან საბო
28/07/2023
11:40
პოლიტიკა
A-
+A
„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო აცხადებს, რომ ის, რომ საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ რუსეთის ბაზარზე ხვდება, კომპანიის შიდა საქმეა და ამაში მთავრობა არ უნდა ჩაერიოს.
„არ მგონია, რომ ამაში მთავრობა უნდა ჩაერიოს. თუ რაიმე პროდუქცია არის დასანქცირებული, ის მთავრობის საქმეა და ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ დანარჩენი სამყაროსთვის არ გამოვჩნდეთ როგორც შავი ხვრელი, ორმაგი დანიშნულებისთვის, თუ სამხედრო ტვირთისთვის. ამის იქით ეს უკვე „კოკა-კოლას“ შიდა საქმეა ის, რომ საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ ხვდება რუსეთის ბაზარზე“, - აღნიშნა საბომ.
უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ „კოკა-კოლას“ ორიგინალური პროდუქცია რუსულ ბაზარზე საქართველოდანაც ხვდება. გაყიდვებიდან მიღებული მოგების გადასახადი კი, რუსეთის ბიუჯეტში შედის.
0
0
223
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%