
ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის EasyJet-ის ფრენა 5 საათით გადაიდო მას შემდეგ, რაც მფრინავს კაბინაში კოღომ უკბინა. ინციდენტის შესახებ ბრიტანული გამოცემაზე დაყრდნობით კომერსანტი წერს.
Airbus A320 ამსტერდამიდან მანჩესტერში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ფრენა გადაიდო მანამ, სანამ მგზავრები თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდებოდნენ.
„გამგზავრების დრო ტაბლოზე უფრო და უფრო იზრდებოდა. ბოლოს მფრინავი გამოვიდა და გვითხრა, რომ მას კოღომ უკბინა კაბინაში, ამიტომ მას სურდა, რომ მთელი თვითმფრინავი საფუძვლიანად გაესუფთავებინათ მწერებისგან, “- თქვა ერთმა მგზავრმა.
ინციდენტის გამო რეისი, რომელიც მხოლოდ ერთი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თითქმის 5 საათით გადაიდო. შეფერხებამ გააბრაზა მგზავრები, რომლებმაც კომპენსაციის სახით მიიღეს მხოლოდ კვების ვაუჩერი, რომლის ღირებულება მხოლოდ £3.90 იყო. მათი თქმით, შესაძლებელი იყო, რომ ისინი სხვა თვითმფრინავით გაეგზავნათ,
„ჩვენი მომხმარებლებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა EasyJet-ის უმაღლესი პრიორიტეტია და ჩვენ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. გასაგები რომ იყოს: არავითარ შემთხვევაში არ დაქვეითებულა ეკიპაჟის ფრენის კონტროლის უნარი და კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეგრძელებინა ფრენა პრობლემის მოგვარებისთანავე“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.
0
0