
აფრიკაში კოღოს ახალი სახეობის გამრავლებამ ინფექციების გავრცელება გამოიწვია, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მზარდ შეშფოთებას იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, კოღოს ახალი სახეობა - Anopheles Stephensi - რომელსაც ზოგიერთი ენტომოლოგი უბრალოდ "სთივს [steve]" უწოდებს, აფრიკის შვიდ ქვეყანაში აღმოაჩინეს.
კოღო, რომელიც სამხრეთ აზიაში წარმოიშვა, პირველად 2012 წელს ჯიბუტიში აღმოაჩინეს. მას შემდეგ ქვეყანაში მალარიის გავრცელების მაჩვენებელი ექსპონენტურად გაიზარდა. კოღოს ახალი სახეობა ეთიოპიაში, კენიაში, ნიგერიასა და განაში გავრცელდა.
სხვა კოღოებისგან განსხვავებით, რომლებიც მდინარეებსა და ჭაობებში მრავლდება, ცნობილია, რომ "სთივი" ურბანულ მშრალ ადგილებში ბინადრობს. მას სიცოცხლისთვის მხოლოდ ცოტა წყალი ესაჭიროება - მაგ., კონტეინერებში, საბურავებსა და ღარში ჩაგროვებული წყალი. კოღოს ახალი სახეობა იმუნურია პესტიციდების მიმართ.
”კოღოს ახალი სახეობის გამრავლება საფრთხეს წარმოადგენს ურბანული გარემოსთვის და აფერხებს ჩვენს სტრატეგიებს. მისი აღმოჩენა რთულია და ის ასევე იმუნურია უმკაცრესი კლიმატის მიმართ. გარემოდან ამ კოღოს აღმოფხვრა ძალიან ძნელია,” - განაცხადა აფრიკის ტროპიკული დაავადებების საკითხებში ჯანმოს ხელმძღვანელმა დოროთი აჩუმ.
0
0