11/12/2021
09:36
პოლიტიკა
“ბატონმა კობახიძემ ილაპარაკა, როგორც ჩვეულებრივმა დიადმა ინკვიზიტორმა. მას დაავალეს, რომ ასეთი იყოს. დავალებაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ გაიქცა ივანიშვილთან, არა. უბრალოდ არც დიად ინკვიზიტორზე “ქაჩავს” ეს სუბიექტი. ისეთი ფორმით ლაპარაკობდა სინანულზე, არ შეიძლება არ გაგახსენდეს, რომ ეგეთი ფორმით სინანულზე მოლაპარაკე ადამიანებს ხელში სეკატორი უჭირავთ და თმებს პარსავენ ხოლმე. იმიტომ, რომ თმების გადაპარსვა კოლექტიური სინანულის შუა საუკუნეობრივა გამოხატულებაა. ხშირად გვინახავს ნაწარმოებებშიც და კინოებშიც. ძალიან ითხოვს კობახიძის თავი ამ გადაპარსვას.
დაანებოს სინანულზე ლაპარაკს თავი. კოლექტიური სინანული არ არსებობს, არავის მიუცია მისთვის უფლება, რომ მან განსაზღვროს, ვინ იქნება ქართულ პოლიტიკაში და ვინ – არა. შეგვიძლია ვილაპარაკოთ, საიდან მოდის პოლარიზაცია და პოლარიზაცია ყოველთვის ხელისუფლების არჩევანია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
0
0