
არ დაისვეს გვერდით შოლცმა და მაკრონმა და იძულებული გახდა ორბანი სხვაგან გადაესვა. არც სხვები გაეკარნენ და საბოლოოდ დათანხმდა მხოლოდ ევროკავშირის ყველაზე სამარცხვინო (ორბანთან ერთად) ლიდერი, სლოვაკეთის პრემიერი ფიცო - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოცილურ ქსელში წერს, რომლითაც პრემიერი ირაკლი კობახიძის ვიზტს, უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობას გამოეხმაურა
,,კობახიძე საქართველოს სახელით წავიდა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე. ორბანმა, როგორც მასპინძელმა, დაპატიჟა, თორემ იქ ვერ მოხვდებოდა - ყველა წინააღმდეგი იყო მისი იქ ჩასვლის.
მოგეხსენებათ, ანბანის თანახმად ხდება მრგვალი მაგიდის ირგვლივ მონაწილეთა დასმა. ამ პრინციპით, საქართველო ხვდება გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის (Germany, Georgia, France).
აბა რა მოხდა? არ დაისვეს გვერდით შოლცმა და მაკრონმა და იძულებული გახდა ორბანი სხვაგან გადაესვა. არც სხვები გაეკარნენ და საბოლოოდ დათანხმდა მხოლოდ ევროკავშირის ყველაზე სამარცხვინო (ორბანთან ერთად) ლიდერი, სლოვაკეთის პრემიერი ფიცო. აი, ის, "გლობალური ომის პარტია კლავდა და მეც ეგრე მიპირებენო" ისტერიკულად, რომ ბოდავდა კობახიძე.
ქოცებო, დროზე გააუქმეთ არჩევნების შედეგები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გადაწყვეტილება მიიღეთ, თორემ ბევრად შორს და მძიმე ადგილზე გადაგსვამენ/დაგსვამენ ევროპელებიც და ჩვენც, ქართველებიც."- წერს გვარამია
0
0