კობალაძემ ბრინჯაო მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა
01/09/2024
12:02
სპორტი
A-
+A
პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულებულ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის ბოლო დღეს +90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ნოდარ კობალაძე დაეუფლა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ფრანგი ძიუდოისტი დაამარცხა.
მსოფლიო პირველობაზე 29 აგვისტოს გიორგი გივიშვილი (66 კგ) ჩემპიონი გახდა – ქართველმა ფინალში რუს აბდულახ პარჩიევს გაფრთხილებებით სძლია.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 ძიუდოისტით გამოვიდა:
55 კგ – შოთა ბაჩოშვილი
60 კგ – მერაბ სამადაშვილი, ლუკა დათაშვილი
66 კგ – გიორგი გივიშვილი, ვასილ გამეზარდაშვილი
73 კგ – ცოტნე ბახტაძე, გიორგი მუმლაძე
81 კგ – საბა ჯახველაძე
90 კგ – გიორგი გელაშვილი
+90 კგ – ნოდარ კობალაძე
0
0
250
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%