
🔴მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების საახალწლო მიღება-დაჯილდოება, რომელთა შორისაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გახლდათ. მას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ გადასცა.
🔴მოწვეულთა შორის, ასევე, იყვნენ სხვადასხვა პროფესიის და გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ადამიანები: მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, სახელმწიფო მოხელეები.
🔴უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა გაწეული ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და, მათ, შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
🔴აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საახალწლო მიღებაზე საპატიო სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ:
✍ზვიად ბახუტაშვილი - ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი; გოჩა ბაკურაძე - ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; ეკატერინე ქარჩავა - საქართველოში და საზღვარგარეთ გამართული საგამოფენო კონკურსების და პრემიების გამარჯვებული-ლაურეატი, მხატვარი; ზაურ ლომთათიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; თეიმურაზ გვანცელაძე - დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, უზენაესი საბჭოს წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ენათმეცნიერი-კავკასიოლოგი, აფხაზური, აბაზური და ქართული ენების მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ლია ახალაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე.
0
0