
დღეს, 3 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობაკობალაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიდაღუპული ლევან მიდელაშვილის დედას, ქალბატონლეილა მიდელაშვილს, აფხაზეთში დაღუპულინოდარ გვრიტიშვილის დედას, ქალბატონ ლალიგვრიტიშვილსა და 2018 წელს, ცხინვალისსეპარატისტული რეჟიმის მიერ წამებით მოკლულიარჩილ ტატუნაშვილის დედას, ქალბატონ რუსუდანტატუნაშვილს დედის დღე მიულოცა.
კობა კობალაძესთან ერთად, ქალბატონებს, დედისდღე მიულოცეს წეროვნის გამგებელმა, გელაშერმადინმა, სამსახურის რეგიონული მართვისდეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათიაჯანაშვილმა, სამსახურის მცხეთა-მთიანეთისსამმართველოს წარმომადგენლებმა.
‘’ჩვენ, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ დამადლობას გადავუხდით იმ ღირსეულ დედებს, ვინცჩვენს ქვეყანას ღირსეული კაცები აღუზარდეს! ყველადედას ვულოცავ დღევანდელ დღეს! დედაშვილობისმადლი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენსქვეყანას,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.
დღესვე, კობა კობალაძემ, თანმხლებ პირებთანერთად, წეროვანში, საქართველოს ერთიანობისთვისდაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა დაქვეყნის ტერიტორიულიმთლიანობისთვისათვის,ბრძოლის ველზე დაცემულიგმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
0
0