
🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
🔴ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის, გენერალ პოლ ჰოფსლოტის მიწვევით, ნიდერლანდებში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან გამართულ კონფერენციას დაესწრო.
🔴შეხვედრის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ჰოფსლოტმა, ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
🔴შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, გენერალ პოლ ჰოფსლოტს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას გაუსვა ხაზი.
🔴კონფერენციას ესწრებოდნენ: საფრანგეთის, შვედეთის, კანადის, თურქეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები. შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ატაშეებს და განეხილათ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტს შორის მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. უკვე ოთხი წელია, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების ფარგლებში.
🔴გასულ წელს, ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია, გენერალ პოლ ჰოფსლოტის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.
0
0
აშშ-ის კონგრესი FARA-ს ამკაცრებს
26/06/2026