კობა კობალაძე: დღეს სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ვეტერანებზე ზრუნვა
A-
+A

ვეტერანის დღე ქვეყნის ყველა იმ ღირსეული შვილის დღეა, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა და სამსხვერპლოზე ჰქონდა საკუთარი სიცოცხლე, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, დღეს სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ვეტერანებზე ზრუნვა.
„თითოეული ჩვენგანი და არა მხოლოდ ვეტერანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაუცველად გრძნობდა თავს, ელემენტარულად ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. დღეს ვეტერანების მიმართ სახელმწიფომ გამოხატა თავისი თანადგომა და მადლობა მინდა ვუთხრა ვეტერანების სახელით ყველა მუნიციპალიტეტს და მერიებს, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, რადგან მათი თანამონაწილეობით სახელმწიფო დაზღვევის 15 ათასიანი პაკეტი გაცილებით უფრო ეფექტური ხდება ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
0
0
540
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%