
⭕ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთში, 1992-93 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
⭕სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრთა მიმართ თანაგრძნობის გამოსახატად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები.
⭕წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 6 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. აქედან 5 მებრძოლია, ხოლო 1 _სამოქალაქო პირი.
⭕ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წწ, აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერით და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით.
⭕2 მებრძოლს_ ჯამბულ ბერულავასა და გიორგი გაბროშვილს, 13 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 3 მეომარი კი, ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე, ასევე, სამხედრო პატივით დაიკრძალება: ნოდარ ბერიასა და გია ძაგნიძეს, თბილისის ზღვის საქალაქო სასაფლაოზე,ამირან მეგრელიშვილს კი_ქუთაისში, ნიკეას სასაფლაოზე დაკრძალავენ.
⭕1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერაც ითვლება სულ 1832 ადამიანი,მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. 2013 წლიდან, მოძიებულია 545 პირის ნეშტი, აქედან_ 308 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
⭕საკოორდინაციო მექანიზმი, ICRC-ის მხარდაჭერით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
0
0