
საქართველო უკანასკნელი წლების მანძილზე ძალიან მძიმედ დაზიანდა „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ქმედებების გამო, პოლიტიკურ კრიზი, რომელიც ამ ქვეყანაში დგას, ცალსახად განიმუხტება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების შემდგომ აღმოსაფხვრელია ის უდიდესი ზიანი, რომელიც საერთაშორისო, ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ მიაყენა ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს.
„კოალიციური მთავრობა ერთადერთი გამოსავალია, რომ მოხდეს ამ საკითხებზე სწრაფი რეაგირება და ყველა იმ პრობლემის და გამოწვევის გადაჭრა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. შესაბამისად, კოალიციური მთავრობა არის შესაძლებელი. საბოლოო ჯამში კოალიციას არ აქვს ალტერნატივა, რადგან უკანასკნელმა ათწლეულებმა გვანახა, რომ კოალიცია არის გარდაუვალი მომავალ მმართველობაში. შეიძლება, ვიღაც ამ შეხვედრებზე არ დადიოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას მნიშვნელოვან და ძირითად საკითხებზე. ეს არის პოლიტიკოსების საქმე, რომ ვილაპარაკოთ კომპრომისი ვიპოვოთ და ამით გადავჭრათ პრობლემა“,- განაცხადა დათუნაშვილმა.
0
0