
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ანგარიშს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი წერილობით ეხმაურება. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს, კოალიცია სრულიად ჩამოყალიბებულია და არ აპირებს მასში მონაწილეობას.
"ანგარიშის იმავე და სხვა მუხლებში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით:
გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო;
მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია;
სრულფასოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის უზრუნველყოფა;
აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი, ანგარიშის ეს მონაკვეთი ყოფილიყო უფრო მკაფიო, რათა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მისცემოდა.
აქვე იმასაც დავამატებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს მონაწილეობის თაობაზე (და ნამდვილად არ არის), კოალიცია ამ საკითხში სრულიად ჩამოყალიბებულია და არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში", - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ოპოზიციას, გამოიყენოს თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში.
0
0