
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ოპოზიციას ურჩევს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალები გააერთიანოს. ხიდაშელი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
ამასთან, ის ორ ოპოზიციურ პარტიას აღნიშნავს, საუბარია პარტია "საქართველოსთვის" და "ლელოზე".
“საქართველოში არის კონკრეტული რეალობა, რომელიც გვკარნახობს, რომ ეს კოალიციური პროექტი უნდა შედგეს არჩევნებამდე, ვინაიდან არსებობს საფრთხე, ალბათობა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. წარმატების ყველაზე დიდი შანსი და ამ პროცესის სწრაფად დაძვრის შანსი გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე ოპოზიციის ფლანგზე „ლელო - საქართველოსთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და სწორედ ასეთ კოალიციურ ერთობაზე შეთანხმებას. კი „ლელო“ ტიპური, სტანარტული ამომრჩევლის პლატფორმაა დღეს საქართველოში, პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პარტიას კი აქვს იმის შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ამომრჩეველი”, - ამბობს ხიდაშელი.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025